2023 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი იყო, - ინფორმაციას BBC ევროკავშირის კლიმატის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული წელი დაახლოებით 1,48 გრადუსით თბილი იყო, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი, ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის გამოყენების დაწყებამდე“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სპეციალისტების თქმით, ეს იგრძნობოდა პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ამინდი მეტად ექსტრემალური იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ 2024 შეიძლება 2023-ზე ცხელი აღმოჩნდეს. შესაძლოა ამის გამო პარიზის შეთანხმებით დაწესებული 1,5 გრადუსიანი ზღვარი პირველად გადაილახოს.