2021 წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სომხეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აზერბაიჯანელ და თურქ ჟურნალისტებს, ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში განუცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს აზერბაიჯანმა წარმოადგინა ხუთი ცნობილი ძირითადი პრინციპი და ეს პრინციპები მიიღო სომხეთმა.
„ამასთან, ეს დადებითად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ. აზერბაიჯანის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი, რომლის განხილვაც წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს, ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ჩვენ მოველით, რომ ეს საკითხი გადაწყდება კანონის შესაბამისად, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება და მხარეები მიიღებენ მას. ეს მშვიდობა ისეთი პირობებით უნდა დამყარდეს, რომ იყოს გამძლე და მომავალში არავითარი ღია კითხვები არ გამოიწვიოს“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.