ბერლინში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის ქალაქში კიდევ ერთი მილიონი ხე გაჩნდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

გეგმა შესთავაზა მოქალაქეთა ინიციატივამ BaumEntscheid (რეფერენდუმი ხეებზე), რომელიც სიცხისგან დაცვის ერთ-ერთ ღონისძიებად ქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობის გაზრდას მიიჩნევს. ხეების შესაძენად და დასარგავად თანხები უკვე გამოყოფილია.

გარდა ამისა, კანონი ბერლინის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, 2027 წლიდან თავად დარგონ ხეები თავიანთ ქუჩებში.