იტალიურ საავტომობილო გიგანტ Ferrari-ს საფონდო ბირჟაზე ყოფნის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი აქვს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება იმდენად იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, რომ იტალიური საჯინიბოს შეფასება ერთ დღეში 15%-ით დაეცა.
როგორც მარანელოში დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელობა მოელის, წელს Ferrari-ის წმინდა მოგება 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება. პრობლემა ეს შედეგი არ არის, ინვესტორების შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ 2030 წლის პროგნოზი არსებითად შეცვალა.
ახლა უკვე Ferrari მოელის, რომ 2030 წელს მისი მოგება სულ რაღაც 9 მილიარდი ევრო იქნება, რაც წინასწარ პროგნოზირებულზე გაცილებით ნაკლებია.
ასევე, ფუნდამენტურად შეიცვალა კომპანიის გაყიდვების სტრატეგია: თუ ადრე Ferrari-ში ეგონათ, რომ 2030 წლისთვის გაყიდული ავტომობილების საერთო რაოდენობის 40% ელექტრონული იქნებოდა, ახლა უკვე ეს მაჩვენებელი 20%-მდე შემცირებული, რაც EV-ების მიმართ გლობალურად მოთხოვნის კლებით არის განპირობებული. საპირწონედ, გაზრდილია ჰიბრიდული ავტომობილების საპროგნოზო მაჩვენებლები.
ნეგატიურ სიახლეებთან ერთად, Ferrari-ს პოზიტიური სიახლეც აქვს, რაც ახალ, 100%-ით ელექტრონულ მოდელს უკავშირდება, რომელიც elettrica-ს ტიპის მოტორით იქნება აღჭურვილი და 1,000-მდე ცხენის ძალა ექნება. ახალი მოდელი ბაზარზე 2026 წლიდან გამოჩნდება, თუმცა ინვესტორები მასზე დიდ იმედებს არ ამყარებენ.