მსოფლიო ყოველ წელს სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკის წინაშე დგება, რაც შემდეგ მისი განვითარების ტემპებს განაპირობებს. ამაზე მრავალი ფაქტორი ახდენს, დაწყებული ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებიდან, დამთავრებული ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური წყობით.

შესაბამისად, ყველა ფაქტორს თან სდევს საკუთარი რისკი. სტატიაში ყველაზე დიდ რისკებს, რომელთა წინაშეც 2026 წელს მსოფლიო დგას. მონაცემები აღებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური რისკების 2026 წლის ანგარიშიდან. ანალიზის მაქსიმალური ობიექტურობისთვის, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური რისკების შესახებ შეფასება 1,300-მდე ექსპერტისგან მიიღო.

სია კი ექსპერტების მიერ შემდეგ კითხვაზე გაცემული პასუხის შესაბამისად შედგა: გთხოვთ, დაასახელოთ ერთი რისკი, რომელსაც ფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი გლობალური მასშტაბის მატერიალური გავლენა ექნება 2026 წელს. კვლევა 2025 წლის 12 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

რესპონდენტების 18%-მა ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე პასუხად გეოეკონომიკური კონფრონტაცია დაასახელა. შესაბამისად, ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მთავარი რისკის წინაშე დგას მსოფლიო 2026 წელს.

რისკი რისკად დასახელების მაჩვენებელი
გეოეკონომიკური კონფრონტაცია 18%
სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტები 14%
მძიმე მეტეოროლოგიური პირობები 8%
საზოგადოების პოლარიზაცია 7%
მისინფორმაცია და დეზინფორმაცია 7%
ეკონომიკური დაღმასვლა 5%
ადამიანის და სამოქალაქო უფლებების შელახვა 4%
AI-ტექნოლოგიების უარყოფითი შედეგები 4%
კიბერსაფრთხეები 3%
უთანასწორობა 3%

ვრცლად: forbes.ge