აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დიდი ნაწილის შეჩერების შემდეგ, აქტუალური გახდა საკითხი, თუ რომელი სახელმწიფოები იღებდნენ აშშ-ისგან საგარეო დახმარების სახით ყველაზე დიდი მოცულობის თანხებს.
„კომერსანტი“ ForeignAssistance.gov-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც 2024 წელს აშშ-ისგან USAID-ის პროგრამების ფარგლებში ყველაზე დიდი მოცულობის დახმარებები მიიღეს. მომზადებული მონაცემები, არ წარმოადგენს აშშ-ის მიერ კონკრეტული ქვეყნისათვის გაწეულ ჯამურ დახმარებას, ვინაიდან სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის საგარეო დახმარებები USAID-ის გარდა სახელმწიფოებს სხვა არხებითაც მიეწოდება.
2024 წელს ყველაზე დიდი მოცულობით დახმარება USAID-მა უკრაინას გაუწია და მან $6.1 მილიარდი შეადგინა. USAID-ის მეორე ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელმაც ამერიკისგან $1.3 მილიარდი მიიღო. თითქმის იმავე თანხა მიიღო იორდანიის ჰაშემიტურმა სამეფომ. მესამეზე ეთიოპია აღმოჩნდა $1.2 მილიარდით. პალესტინელებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილმა თანხამ კი $918 მილიონი შეადგინა.