ზაფხულის სეზონმა ტურისტული თვალსაზრისით, კარგად ჩაიარა. დაახლოებით, 80%-იანი დატვირთვა გვქონდა, ხოლო წინა წელს 65%-მდე, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ უდესიანი "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, დამსვენებლების თითქმის 100% ევროპელი ტურისტები, მათ შორის, იტალიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან იყვნენ.

მალხაზ უდესიანი აღნიშნავს, რომ აგვისტოში ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.

"აღსანიშნავია, რომ წელს მოთხოვნა ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც გაიზარდა. შესაძლებელია ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ უკვე ადგილობრივები უცხოეთში დასვენებას საქართველოში დასვენებას არჩევენ", - აცხადებს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.

გარდა ამისა, მალხაზ უდესიანმა აღნიშნა, რომ ასევე, გაიზარდა ფეხით მოსიარულე ტურისტების რიცხვი, რასაც ის ტურისტული ბილიკების განვითარებას უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კიდევ ბევრი ადგილია ასათვისებელი.

ვრცლად bp.ge - ზე