„ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი - ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება!!“ - წერს მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია.
ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ის საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.
კულინარიის ვარკსვლავის ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზეერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.
„ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ?!“ - ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების მოლოდინი იზრდება - რა გავლენა ექნება შედეგებს საქართველოზე
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი