ვფიქრობ, 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი – აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

შესაბამისად, რამდენიმე თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება იმ აეროპორტების რიგებს, სადაც უკვე „მუშაობენ“ რობოტები. რობოტექნიკა კი ცხადია, მგზავრების დიდ ინტერესსაც გამოიწვევს.

„უკვე ერთი წელია სხვადასხვა გამოფენებს ვესწრებით, რათა ავარჩიოთ ისეთირობოტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მოცულობის შესაბამისი იქნება. ვფიქრობ, რომ 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი. ეს ერთის მხრივ ჩვენთვის იქნება ინოვაცია და მეორე მხრივ იქნება ძალიან საინტერესო და კომფორტული სერვისი მგზავრებისთვის. გვინდა, რომ საინფორმაციო სამსახური ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, ეს რობოტი საინფორმაციო სამსახურს არ ჩაანაცვლებს, მაგრამ საკმაოდ კომფორტული იქნება. იმოძრავებს ტერმინალში და პასუხს გასცემს ყველა მგზავრს, ვისაც კითხვა მიმდინარე რეისებთან დაკავშირებით ექნება“, – ამბობს თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის აღნიშნავს, რომ TAV არის გლობალური, დიდი კომპანია და რობოტების შეძენაზე მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმართავთ 125 აეროპორტს და შესაბამისად ეს ინოვაციები TAV-ის მართვად აეროპორტებში უკვე დანერგილია. მაგალითად, იზმირის აეროპორტში უკვე არის რობოტი, რომელსაც ბარგის ჩამოტვირთვა ატვირთვის თემაში იყენებენ. ბოდრუმშიც უკვე შეაქვს და სხვა აეროპორტებშიც.

TAV IT ჩვენი ცენტრალური სათავო ოფისიდან ამ პროექტზე მუშაობს და ველოდები, რომ 2025 წლის აპრილში უკვე თბილისში რობოტი გვეყოლება და ყველას გაგაცნობთ“, – აცხადებს ზაქარაძე.

avianews.ge