ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის ინფორმაციით წელს სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით გარდამავალი სეზონის ეტაპზე, რაც გულისხმობს დაბლიდან მაღალი სეზონისკენ ეტაპობრივ გადასვლას. იანვარ-თებერვალი საშუალოდ გვქონდა 45% დატვირთულობა, ხოლო მარტში ველოდებით 55%-მდე თვის დახურვას.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს, რის საფუძველსაც გვაძლევს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების მოცულობა და რეზერვაციებზე მოთხოვნების შემოსვლა. ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული საშუალოდ 80%-ით, ხოლო მთლიანად წელი საშუალოდ 72% ით იქნება დატვირთული“- აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ფასები გაზარდა.
„ფასებთან დაკავშირებით, წელს წინა წელთან შედარებით ზოგად ჭრილში საშუალოდ 10% ზრდა გვაქვს, ვცდილობთ მოთხოვნის ზრდისა ან კლებასთან მიმართებით დინამიკურად დავარეგულიროთ გამოცხადებული ფასები და მივყვეთ სეზონურ პრინციპებს. მთლიანობაში, 2024 წელთან შედარებით წელს საფასო მაჩვენებლისა და დატვირთულობის ზრდა 8-10% მდე გვაქვს დაგეგმილი“- განაცხადა გიორგი დოლიძემ.