Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლბი 5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, - წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

მათივე ცნობით, იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა.

„ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.