ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ელის, რომ მიმდინარე წელს, ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ახალ რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ მან "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ისაუბრა.

„2025 წლის ბოლოს, ჩვენი არსებული პროგნოზით, რომელიც წარედგინა კიდეც კერძო სექტორს, ქვეყანა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, ტურიზმის სექტორიდან 4.7 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ეს იქნება ახალი ისტორია კერძო სექტორის მხრიდან შექმნილი, ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ამ ინდუსტრიის მდგრად და სტაბილურ განვითარებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან“, - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა - 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია. უწყების ინფორმაციითვე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც - მისი ოდენობა  963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს.

bp.ge