საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global - ის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 40.8% შეადგენს, რაც +1.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით კი ზრდა +5.7%-ია. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, თბილისში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 43.8%-ს შეადგენს, რაც +1.9%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით საერთაშორისო კვლევითი კომპანია STR Global მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში, 67 ათასი სასტუმროს შესახებ ამზადებს კვლევებს, სადაც 8 მილიონზე მეტი ნომერი შედის.