საქართველოს და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს გამოსცა.

ცნობისთვის, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში ისლანდიის 207 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია.