ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა.
Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს.
„იქ სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია საქართველომ პირველად Freeride World Tour-ს უმასპინძლა. ტურნირი სვანეთში ჩატარდა, აქ ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო ტრასებია. სვანეთში აღმოაჩენთ თავდაცვის მიზნით აშენებულ კოშკებს, უშგულში 800 წლის კოშკებსაც იპოვით“,-წერს ჯოზეფ ებნერი.
გამოცემის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ აცნობს, რომელიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.
„მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ ჩატარდა. აქ წარმოდგენილი იყო ქართული „სთრით ფუდი“, ტრადიციული წვნიანი კერძები, ასევე ლუდი და ჭაჭა. ფესტივალზე მონაწილეებმა დიჯეებთან ერთად იზეიმეს“,-წერს Die Presse-ის ჟურნალისტი.
ყოველდღიური გამოცემა Die Presse ვენაში 1848 წლიდან გამოდის და ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
„საქართველოს თეთრი ოქრო- 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ - Die Presse საქართველოს შესახებ
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე