2025 წლის პირველ კვარტალს სასტუმრო Radisson RED Tbilisi დადებითად აფასებს. სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელის ბესო გოგინავას ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე სასტუმროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზაფხულის სეზონზე კი ჯავშნების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

„სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია. განსაკუთრებული ზრდა მარტის თვეში დაფიქსირდა, როდესაც სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობდა. გასულ წელთან შედარებით ზრდა შეეხო მთლიან კვარტალსაც.  საკმაოდ აქტიური სეზონია. სასტუმროზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს შეეხება როგორც მიმდინარე, ასევე ზაფხულის სეზონსაც“-აცხადებს ბესო გოგინავა.

სასტუმრო Radisson RED Tbilisi მარკეტინგის ხელმძღვანელის ცნობით, სასტუმრო ზაფხულის სეზონზე ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება, რასაც ხელს უწყობს  ქართულ ავიაბაზარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი ავიაკომპანიის შემოყვანა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს