რუსეთის ტურიზმის ასოციაციის (АТОР) ინფორმაციით, რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო. მათივე ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების 90%-მა ზაფხულში 6 ქვეყანაში იმოგზაურა.

პირველ ადგილზე თურქეთია, რომელსაც სამ თვეში 2.75 მლნ რუსი ეწვია. რუსეთის მოქალაქეების ინტერესი ანტალიაზე გაიზარდა, რომელსაც რუსეთიდან 1.75 მლნ დამსვენებელი ეწვია.

მეორე ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთია, რომელსაც რუსეთის ტურიზმის ასოციაცია ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს. ოკუპირებულ ტერიტორიას ივნისი - აგვისტოს პერიოდში ერთი მილიონი ადამიანი ესტუმრა. სტატისტიკის მიხედვით, 45% კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებიდან ერთდღიანი ექსკურსიები იყო. მოგზაურების სტატისტიკაში ოკუპირებული აფხაზეთის წილი 19.4%-ია.

მესამეზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებია, რომელსაც რუსეთის 380 000 მოქალაქე ჩავიდა.

ხუთეულშია ასევე ეგვიპტე და ტაილანდი.

გარდა ამისა, ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, TOP-10 ქვეყანაში შედის საქართველო, აზერბაიჯანი და დსთ-ს ქვეყნები. მისი ინფორმაციით, ამ ქვეყნებზე ინტერესი 30%-ით გაიზარდა, ძირითადად საქართველოს და ნაწილობრივ აზერბაიჯანის მზარდი პოპულარობის გამო.