2023 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის მიხედვით, გასულ წელს, გლობალური ტურიზმის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

როგორც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემები ცხადყოფს, პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პროცესი, ყველაზე უკეთ აშშ-მა გაიარა და შესაბამისად, ყველაზე მეტი შემოსავალიც დააგენერირა. 2023 წელი ამერიკამ 80 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, მათი დანახარჯებისგან კი ქვეყანამ 1.8 ტრილიონი დოლარის კონტრიბუცია მიიღო. ტურიზმის განვითარების ინდექსის თანხად, მართალია ეს მაჩვენებელი პოსტპანდემიური წლების შედეგებს აუმჯობესებს, თუმცა დაბალია 2019 წელთან შედარებით, როდესაც შემოსავალმა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

მეორე ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო იაპონიაა. ამომავალი მზის ქვეყანა, სადაც უძველესი ტრადიციები ინოვაციურ კულტურასთან კორელაციაშია ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. 2023 წლის შედეგებით, იაპონიამ ტურიზმიდან 300 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ქვეყანაში შესული დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიმართულება საფრანგეთია. 2023 წელს ქვეყანამ 72.4 მილიონი ტურიზმი მიიღო, რაც მეზობელი ესპანეთის მაჩვენებელს 1.6 მილიონით აღემატება. ამ ინდუსტრიიდან მხოლოდ გასულ წელს საფრანგეთმა 200 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია მიიღო

საფრანგეთის მსგავსად, ტურიზმიდან თითქმის იდენტური, 200 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო ჩინეთმაც, თუმცა, გასულ წელს ქვეყანაში დაფიქსირებული ვიზიტორების რაოდენობა საფრანგეთის შედეგს 20 მილიონზე მეტით ჩამორჩება და მხოლოდ 50 მილიონით განისაზღვრება.

საფრანგეთის შემდეგ, ევროპაში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება ესპანეთია დაა ამ სტატუსს,, როგორც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, ასევე მათგან მიღებული შემოსავლებიც ამყარებს. 2023 წელს ქვეყანამ 70.8 ვიზიტორი და მათგან 150 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.

ქვეყნებს შორის, რომლებმაც ტურიზმიდან ყველაზე დიდი ოდენობით კონტრიბუცია მიიღეს, კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა,იტალია პოზიციონირებს. 2023 წელს მდიდარი ხელოვნების, კულტურისა თუ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გასაცნობად.

bm.ge