PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-მარტში, საქართველოში საოჯახო და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 5%-მდე გაიზარდა, კლებაა 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში.

2022 წლის I კვარტალთან შედარებით საოჯახო  სასტუმროების ფასები საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების კატეგორიაში (საშუალოდ, წინა წლის I კვარტალთან შედარებით) - 3%-ით. თუმცა, კლება შეინიშნება 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში (-2%).

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 2-ადგილიანი ნომრის ფასი 183 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში - 275 ლარი; 5-ვარსკვლავიან სასტუმროში - 518 ლარი, საოჯახო სასტუმროში - 126.

PMCG-ის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების  მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%).

სასტუმროების ფასები  საქართველოში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება. ფასის

მნიშვნელოვან სეზონური მატება შეიმჩნევა მაისი-სექტემბრის პერიოდში, ხოლო უფრო მცირე მასშტაბით დეკემბერი-მარტის შუალედში

PMCG წერს, რომ შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3, 4, 5-ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).