საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 2024 წელს 183.1 ლარს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი წილი - 35.7 პროცენტი საყიდლებზე მოდის.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით საშუალო ხარჯი საყიდლებზე 65.4 ლარს შეადგენდა; 45.4 ლარი მოდიოდა სასმელსა და საკვებზე; 36.8 ლარი - ტრანსპორტზე; 9.6 ლარი - განთავსებაზე; 1.8 ლარი - გართობაზე.
მთლიანად კი 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობას, 300.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 7.9%-თ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.4%-ით და 183.1 ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5 %-ით.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 354 800-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 638 700 ერთეული შეადგინა.
წყარო: bpn.ge