2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.6 ათასი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 373.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31- 50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.0 პროცენტი შეადგინა.
2024 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.2 პროცენტი, განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 200.0 ათასი და 110.9 ათასი ვიზიტი.
2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.6 ღამე) 9.9 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 541.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა და 962.6 ლარი შეადგინა.