ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 2024 წლის ივნისი-აგვისტოში 161 299 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია. 2023 წლის ზაფხულის თვეებში ავიაკომპანიამ 107,502 მგზავრი გადაიყვანა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც - 2024 წლის ზაფხულის თვეებში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი.

2023 წლის ზაფხულში ფრენები 9 მიმართულებით სრულდებოდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, ლარნაკა, მილანი, ბერლინი, მოსკოვი.

აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებითაც. 2019 წლის ივნისი-აგვისტოში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 157 819 მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანიის მიერ 2024 წლის ზაფხულში გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 2,2%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებლთან შედარებით.