მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები $807 674 იყო, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილსაა განახლებული. პირველი კვარტლის შემოსავალი, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 105%-ით აჭარბებს ($394 000-მდე), ხოლო პანდემიამდელ - 2019 წლისას ($580 000-მდე) - თითქმის 40%-ით.

რაც შეეხება 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებს, საქართველომ $4.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო და ამ მაჩვენებლით, 2019 წლის დონეს 26.2%-ით ($856.7 მლნ-ით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით ($608.7 მლნ-ით).

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.