ევროკავშირის ავიაკომპანიები იძულებულნი იქნებიან გაზარდონ ბილეთების ფასები ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების ხარჯების დასაფარად, თქვა International Airlines Group-ის (IAG) ხელმძღვანელმა ლუის გალეგომ. IAG აერთიანებს British Airways-ს, Iberia-ს, BMI-ს, Vueling-სა და Aer Lingus-ს.
მისი თქმით, უფრო ძვირი ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადასვლა „მნიშვნელოვნად იმოქმედებს“ ინდუსტრიაზე – „ფრენები გაძვირდება, ეს იმოქმედებს მოთხოვნაზე“. გალეგო მიიჩნევს, რომ ევროპული ავიაკომპანიები შეიძლება გახდნენ ნაკლებად კონკურენტუნარიანი გაერთიანების მკაცრი ნულოვანი ემისიების მიზნების გამო, რომელიც მოიცავს 2030 წლისთვის 6%-იანი სუფთა საწვავის გამოყენების მოთხოვნას.
”ჩვენ ვეთანხმებით დეკარბონიზაციას, მაგრამ <…> ეს უნდა გაკეთდეს თანმიმდევრულად მთელ მსოფლიოში, რათა საფრთხე არ დადგეს ევროპულ ავიაციაზე”, – დასძინა მან.
ევროკავშირის ექსპერტების აზრით, დეკარბონიზაცია 2050 წლისთვის ევროკავშირის ავიაციას შესაძლოა 900 მილიარდი დოლარი დაჯდეს და ასეთი გეგმების განხორციელება ევროპის მთავრობების ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. მოსალოდნელია, რომ 26 წელიწადში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წილი საჰაერო მოგზაურობაში 6%-დან 83%-მდე გაიზრდება, რის გამოც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობა 70%-ით შემცირდება.
avianews.ge