„კურორტზე დამსვენებლებმა ძალიან იკლო, ძალიან დავარდა გუდაურის რეიტინგი“- ამის შესახებ „კომერსანტთან“, „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ განაცხადა.
„კურორტზე დამსვენებლებმა ძალიან იკლო, ძალიან დავარდა გუდაურის რეიტინგი. ძალიან კარგად იმუშავა მთის ტრასების სააგენტომ, ძალიან კარგად არის მოწესრიგებული ტრასებიც.
ახალი წლის აქტიური პერიოდის, არაჩვეულებრივი თოვლის და სეზონის ბრწყინვალედ გახსნის მიუხედავად ძალიან ცოტა ტურისტია. მოკვლევებს ვატარებთ და ვიცით... 3 გერმანელი რომ იტყვის, რომ აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება, ეს უკვე სტატისტიკაა... ეს საცობები, ბურანები... ჩამხრჩვალია აქაურობა ამ სუნში, პირდაპირ კორპუსების გარშემოა ეს ბურანები მოწყობილი და აღარ უნდათ ამ კორპუსებში გაჩერება.
ძალიან მკვეთრად იკლო, ახალი წლის პერიოდში გუდაური ასეთი ცარიელი არასდროს ყოფილა. იმედი გვაქვს რომ იქნებ თებერვალში შეიცვალოს მდგომარეობა, სამწუხაროდ წინასწარი ჯავშნები არაა,“- განაცხადა გეგა სალუქვაძემ.