დღეიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება.
ცვლილების მიუხედავად, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე კვლავ უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე შენარჩუნდება. 5,5 ლარი.
1-ლი მარტიდან ბილეთების ფასი დაცულ ტერიტორიებზე ეღირება:
მარტვილის კანიონი - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი
ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი
ოკაცეს კანიონი - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი
პრომეთეს მღვიმე - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვლად - 13 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვლად - 25 ლარი.
სათაფლია - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვლად - 10 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, გაზრდილი შემოსავლები ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.