საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი: ბათუმი“ – წერს DEUTSCHE WELLE.