„ჭრებალოს მარნის“ თანადამფუძნებლის სალომე ლეკიშვილის განცხადებით, რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, რაიონში ძალიან ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, რაც სწორედ ტურისტული ნაკადების ზრდასთან არის დაკავშირებული.
„ჩვენი სტუმრები ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან, თუმცა ხშირად არიან უცხოელებიც. შეიძლება ითქვას, რომ 70% არის ადგილობრივი, ხოლო 30% უცხოელი ტურისტია. აგვისტოში 80%-იან დატვირთულობას ველოდებით. ამ ეტაპზე რაჭაში ტურიზმი სეზონურია, თუმცა რეგიონის მიმართ ცნობადობა გაიზარდა“, - აღნიშნა სალომე ლეკიშვილმა.
ვრცლად bp.ge