უვიზო მიმოსვლის ამოქმედების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლისა და ფრენის სიხშირეების ზრდის პარალელურად, ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციას განვაგრძობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.

„ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს საქართველოში ვმასპინძლობთ.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლისა და ფრენის სიხშირეების ზრდის პარალელურად, ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციას განვაგრძობთ 

შესაბამისად, ვიზიტის შედეგად, CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას მოამზადებს და მილიარდიან აუდიტორიას საქართველოს ტურიზმის პოტენციალს გავაცნობთ

CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.