ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, პროექტში 7000 ჩვენი მოქალაქე დასაქმდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის მიერ ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა.
მუდმივად მზარდი ეკონომიკის პირობებში, ქალაქი უძრავი ქონების, მასპინძლობის, ტურისტული ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მასშტაბური საინვესტიციო პროექტი „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები. პროექტში 7000 ჩვენი მოქალაქე დასაქმდება.