უმსხვილესი  ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას  გეგმავს – ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

„ავიაკომპანია თბილისი - ურუმჩის მიმართულებით ფრენებს  კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 - ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა  და  ავიაკომპანიის წარმომადგენლებს  შორის შეხვედრა გაიმართა. Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.