2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310,982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +43.3%-ია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124,335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში 88,583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%--ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში 51,728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.