2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. უშუალოდ IV კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული. 

2023 წელთან შედარებით, შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ტურიზმის შემოსავლების ზრდა 10%-ს აღწევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 6.4 მილიონს გადააჭარბა. 2019 წლის მაჩვენებელს ვიზიტორების რიცხვი ჯერ არ დაბრუნებია და 16%-იანი ჩამორჩენა აქვს. საერთაშორისო ვიზიტებით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2024 წელს 1 42 1923 ვიზიტი შედგა, წლიურ ჭრილში ზრდა უმნიშვნელო 0.2%-ია. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 438 414 ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით კი 9.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.