Lodging Econometrics-ის  მონაცემებით, 2024 წელს ევროპაში დაახლოებით 350 ახალი სასტუმრო გაიხსნება.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რეგიონში დამუშავების პროცესში მყოფი ქონების რაოდენობა 1700-ს აღემატებოდა, ყველა მათგანის განხორციელების შემთხვევაში ევროპაში ოთახების რაოდენობა კიდევ 250 ათასით გაიზრდება.

ვარაუდობენ, რომ 2024 წელს ამოქმედდება კიდევ 350 სასტუმრო 48600 ნომრით, ხოლო 2025 წელს 383 საკუთრება 52 ათასი ნომრით.

როგორც ირკვევა, პროექტებში დომინირებს საშუალო, მაღალი და პრემიუმ კლასის სასტუმროები.

დიდი ბრიტანეთი, კერძოდ, ლონდონი კვლავ ლიდერობს ახალი სასტუმროების რაოდენობით ევროპაში. 

მეორე ადგილზე გერმანიაა: განვითარების ეტაპზე 195 სასტუმროს პროექტია 31800 ნომრით. მას მოსდევს საფრანგეთი (127 სასტუმრო/14200 ნომერი), თურქეთი (118 სასტუმრო/17800 ნომერი) და პორტუგალია (114 სასტუმრო/13900 ნომერი).