გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 1 856 237 ვიზიტორის საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
საზღვრის კვეთების ეს რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 397 000-ით, ანუ 27%-ით მეტია. მეორე ადგილზეა თურქეთი, რომლის მოქალაქეებმაც გასულ წელს 1 577 439 საზღვრის კვეთა განახორციელეს, ეს წინა წელთან შედარებით 53%-ით მეტია. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს, რომლის მოქალაქეების საზღვრის კვეთების რაოდენობა 1 276 420 იყო, რაც 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა:
- რუსეთი - 1 856 237;
- თურქეთი - 1 577 439;
- სომხეთი - 1 276 420;
- ევროკავშირი - 451 024;
- ისრაელი - 251 579 ;
- აზერბაიჯანი - 241 271 ;
- უკრაინა - 202 984;
- ყაზახეთი - 192 282;
- ბელარუსი - 171 392;
- ირანი - 143 382.