2023-2026 წლებში ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის განთავსების ობიექტების რაოდენობა 310 ერთეულით გაიზრდება და ჯამში 2 523-ს მიაღწევს.
ტურიზმის მიმოხილვის მიხედვით, დღეისთვის ქვეყანაში 2 213 განთავსების ობიექტია, საწოლების რაოდენობა კი 97 834-ია.
2020-2022 წლებში განთავსების ობიექტების რაოდენობას 170, საწოლი ადგილების კი 10 100 დაემატა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023-2026 წლებში საწოლი ადგილების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 36%-ით, ანუ 35 500 საწოლი ადგილით 133 359-მდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაციის „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“-ში დასახული განვითარების გეგმები შემდეგია:
o ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა არსებული დონიდან (1.9 მილიარდი აშშ დოლარი) 6.6 მილიარდ აშშ დოლარამდე;
o დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წილი უნდა შეადგენდეს 7.9%-ს;
o ყოველი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის გაზრდა არსებული 300 აშშ დოლარიდან 600 აშშ დოლარამდე;
o ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა არსებული 3.4 ღამიდან 5 ღამემდე;
o დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება;