სოციალურ სივრცეში Starring Georgia-ს შემაჯამებელი საღამო გაიმართა. Black Sea Arena-ს წარმომადგენლებმა ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ამ ხნის მანძილზე შექმნილი ახალი პროდუქტები წარმოადგინეს.

სახელმწიფოს 2-წლიანი მასშტაბური მუსიკალური კამპანიის ფარგლებში 8 ღონისძიება 5 ლოკაციაზე გაიმართა, რომელსაც ჯამში 125 000-მდე მელომანი სტუმრობდა. მათ შორის იყო 18 750 ტურისტი, რომელმაც ქვეყანაში 60 მლნ ლარი დახარჯა. ეს ის შემოსავალია, რომელიც მომიჯნავე სექტორებმა და იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლების განცხადებით Black Sea Arena-ს ღონისძიებებს მათი ბიზნესისთვის სასიცხლო მნიშვნელობისაა. განსაკუთარებით იმ პირობებში, როცა Starring Georgia-ს ღონისძიებები გასცდა ზაფხულის აქტიურ სეზონს და მოიცვა როგორც გაზაფხული, ისე შემოდგომა.

სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ მასშტაბების და შედეგების მიღება რასაც 2 წლის თავზე ვითვლით. სახელმწიფოს დაფინანსებით, Black Sea Arena-მ შეიძენა:

· საერთაშორისო სტანდარტის სცენა EUROTRUSS PR15PRO,

· 500 განათების უახლესი სისტემა ClayPaky და GLP

· 3 გენერატორი Caterpillar GC1100

· 9 000 კვმ საფარი სტადიონებისთვის Terraplas

· 2 გახმოვანების კონსოლი Quantum 338

· 2 განათების კონსოლი Grandma3

· Scaffolding system Olan

სწორედ ამ აღჭურვილობამ მისცა ქვეყანას საშუალება ემასპინძლა ისეთი დიდი არტისტებისთვის როგორებიცაა Bruno Mars და Imagine Dragons, რომელთაგან ორივე კონცერტმა ქვეყნის ორი დიდი სტადიონი სრულად გაყიდა.

პროექტისთვის კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათმა ინვესტიაციამ Starring Georgia-ში 4 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა. სხვადასხვა კომპანიების თანამონაწილეობამ, დამატებითი კომფორტი და სრულიად ახალი გამოცდილება შეუქმნა ღონისძიებების მონაწილეებს. რისთვისაც Starring Georgia-ს მენეჯმენტი მათ განსაკუთრებულ მადლობას უხდის და მომავალში მათ საიმედო პარტნიორებად მიიჩნევს.

პროექტი Black Sea Arena-მ იმ გამოცდილების ერთ სივრცეში თავმოყრით შეაჯამა, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში დაგროვდა. ერთად მოუყარა თავი ყველა იმ კითხვასა და სურვილს, რომელიც ღონისძიებების ვიზიტორებს ჰქონდათ და ბაზარზე მათი გადაჭრის გზა შემოგვთავაზა. წარმოგიდგენთ სრულიად ახალ პროდუქტს ადგილობრივი გასართობი ინდუსტრიის სფეროში - STARRINGGEORGIA.ge. ვებ გვერდი, რომელიც ნებისმიერ მსურველს, აძლევს საშუალებას უმარტივესად, სულ რამდენიმე დაწკაპუნების შედეგად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული გასართობი, შემეცნებითი და სათავგადასავლო აქტივობების და ღონისძიებების შესახებ. STARRINGGEORGIA.ge ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურს საგულდაგულოდ შერჩულ ადგილებს და აქტივობების ფართო არჩევანს სთავაზობს. აქ განთავსებული ექსკლუზიური შეთავაზებებით და ფასდაკლებებით, საქართველოში მოგზაურობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე გახდება.

Starring Georgia-ს ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად 2 წლის მანძილზე არაერთი საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. რომელმაც ადგილბრივ დონეზე მოიცვა ქვეყნის 18 ბილბორდი, 30 მონიტორი, 4 მეტროსადგური, 7 ავტობუსის გაჩერება, 3 აეროპორტი, 70 სამარშრუტო ტაქსი, საქართველოში არსებული ყველა კინოთეატრი, დაიხატა მურალი და ტურისტულ ადგილებში გაიკრა 30 000-მდე პოსტერი.

ციფრული მარკეტინგული კამპანია კი გასცდა საქართველოს საზღვრებს და თავისი წყაროებით მოიცვა 10-მდე მეზობელი ქვეყანის აუდიტორია, რომელმაც საბოლოო ჯამში ხმა მიაწვდინა 4 მილიონამდე უნიკალურ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში. რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების საქმეში Starring Georgia-ს მოკრძალებული წვლილია.

შთამბეჭდავია მედია გაშუქების ციფრებიც: ადგილობრივ მედიაში დაიწერა 100-ზე მეტი სტატია ადგილობრივ გამომცემლობებში; Starring Georgia-ს წარმომადგენლები, სტუმრობდნენ 30-მდე სატელევიზიო გადაცემას. პროექტის შესახებ ინფორმაცია რადიოსადგურებში 15-ზე მეტი სარეკლამო და ინფორმაციული კამპანიის სახით გაჟღერდა. მომზადდა რამდენიმე ათეული რეპორტაჟი - ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გამოშვებებსა და გადაცემებში, რომელთა აუდიტორიაც ჯამში 500 000 ადამიანს გასცდა.

საერთაშორისო მედიაში 10-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა. Starring Georgia-სთვის განსაკუთრებულად საამაყოა საერთაშორისო პარტნიორების Clay Paky & EuroTruss გამოხმაურება.

ინფორმაციას „სტარინგ ჯორჯია“ ავრცელებს.