საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Solana Foundation-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების, ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერების, ინოვაციური ცოდნის კომერციალიზაციის მხარდაჭერისა და ქვეყნის პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობის მიმართულებით.
მემორანდუმი ასევე მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას ქართველი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისა და ტექნოლოგიური მეწარმეებისთვის განათლებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის,
ტექნოლოგიური სტარტაპების ინკუბაციისა და აქსელერაციის მიმართულებით. ასევე ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გლობალურ ეკოსისტემებთან დაკავშირებასა და
საქართველოს ეროვნული ეკონომიკური დღის წესრიგის მხარდაჭერას — ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებით სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო