"თურქეთსა და ამერიკას შორის უთანხმოებები F-35-ების საკითხზე, შეიძლება წლის ბოლომდე გადაწყდეს." - ამერიკის ელჩი თურქეთში, ტომ ბარაკი.

აშშ -ის ელჩმა თურქეთში, დღეს, 29 ივნისს, განაცხადა, რომ აშშ -ს სანქციები თურქეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, სავარაუდოდ, წლის ბოლოს უნდა მოხდეს.

ანადოლუს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, ტომ ბარაკმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ავალდებულებენ თავიანთ დიპლომატებს "გაერკვნენ გზა და დასრულდეს ეს ... ჩემი რწმენაა, რომ წლის ბოლოსთვის, გამოიძებნოს გამოსავალი. ამის ყველა შესაძლებლობაა".

თურქეთი იყო პარტნიორი F-35 კონსორციუმში, რომელიც ქმნიდა დაახლოებით 900 ნაწილს მეხუთე თაობის Stealth თვითმფრინავისთვის. ანკარა დაგეგმილი ჰქონდა 100 Lockheed Martin F-35A Lightning II თვითმფრინავის შეძენა და, სავარაუდოდ, მან ამისთვის 1,4 მილიარდი აშშ დოლარის წინასწარ გადაიხადა., თუმცა, თურქეთი, 2019 წელს განდევნეს პროგრამიდან, რადგან მან რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა, მიუხედავად ვაშინგტონიდან სასტიკი წინააღმდეგობისა. გარდა ამისა, ანკარას თავდაცვის ინდუსტრია დასანქცირდა ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის დაწესებული სანქციების შესახებ კანონის მეშვეობით (Caatsa).

თურქეთმა რუსეთთან S-400-ების შესყიდვაზე $2.5-მილიარდიანი შეთანხმება 2017 წელს დადო მიუხედავად აშშ-ს გაფრთხილებისა, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვებოდა. თურქეთის დასარწმუნებლად აშშ-მ ანკარას Patriot-ის სისტემების მიყიდვა შესთავაზა, თუმცა თურქეთი Patriot-ებთან ერთად სისტემების სენსიტიური სარაკეტო ტექნოლოგიის მიღებასაც ითხოვდა, რაზეც აშშ-მ უარი თქვა.

ურქეთი F-35-ების პროგრამიდან რუსული S-400-ების შესყიდვის შემდეგ გააგდეს, რადგან არსებობდა შიშები, რომ რუსული სისტემების აშშ-ს მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო თვითმფრინავებთან სიახლოვეს ყოფნა შპიონაჟის მხრივ პრობლემებს შექმნიდა.

"F-35 ვერ იარსებებს რუსულ სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ პლატფორმასთან ერთად, რაც გამოყენებული იქნება, რათა მისი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები შესწავლილი იყოს". - განაცხადა თეთრმა სახლმა 2019 წელს და დაამატა, რომ S-400-ების შესყიდვას "დამაზიანებელი შედეგები" ექნებოდა NATO-ში თურქეთის მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე.