TikTok-ი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს სახელად Tako-ს ცდის. თუ კომპანია მას ჩაუშვებს, Tako აპის ძიებასა და ნავიგაციას რადიკალურად შეცვლის. ამის შესახებ The Verge წერს.

Watchful Technologies-ის ჟურნალისტმა დანიელ ბუჩუკმა ჩატის პირველი სკრინშოტი აჩვენა. მასზე შეგიძლიათ იხილოთ ახალი ინტერფეისის ელემენტი - მრგვალი Tako ავატარი ვიდეოს ავტორის ზემოთ. ის უფრო მოჩვენებას ჰგავს, ვიდრე ტაკოს. მასზე დაწკაპუნებით იხსნება ჩატის ეკრანი, სადაც ბოტს შეუძლია უპასუხოს კითხვების ფართო სპექტრს. უცნობია, ხელოვნური ინტელექტის რომელ მოდელს იყენებს TikTok-ი სამუშაოდ. 

თუ მომხმარებელი საკვების შესახებ ვიდეოს უყურებს და Tako-ს რეცეპტს სთხოვს, შესაბამისი ვიდეოები TikTok-ზე გამოჩნდება, ან თუ პარიზში კარგი ხელოვნების გამოფენების შესახებ იკითხავს, ჩატბოტი მათი ჩამონათვალის ვიდეოებს აჩვენებს.

TikTok-ის სპიკერმა ზაქარი კიზერმა ჩატბოტს „შეზღუდული ექსპერიმენტი“ უწოდა და The Verge-ს განუცხადა, რომ ის ამჟამად მიუწვდომელია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მომხმარებლებისთვის, თუმცა აუდიტორიის გაზრდას გგემავენ.