ტეხასის გიგაქარხანაში, ოსტინთან ახლოს, რობოტი ქარხნის ინჟინერს დაესხა თავს. ამის შესახებ Daily Mail-ი 2021 წლის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, თავად Tesla-ს ამ ფაქტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მანქანას გაუმართაობის გამო მოხდა. შემთხვევის შედეგად ქარხნის თანამშრომელს ღია ჭრილობები ხელებსა და ზურგზე აქვს მიყენებული. გამოცემის ცნობით, დაზიანებები ქარხნის ინჟინერს „რობოტის რკინის კლანჭებმა“ მიაყენეს. ინციდენტს საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი შეესწრო.
დაზუსტებულია, რომ რობოტი, რომელიც თავს დაესხა ინჟინერს, გამიზნული იყო მხოლოდ ქარხანაში ჩამოსხმული ალუმინის ნაწილების გადასატანად.
ანგარიშში ასევე წერია, რომ 2022 წელს ტეხასის შტატის გიგაქარხანაში ყოველი 21-ე თანამშრომელი დაშავდა. თუმცა, ამ ინციდენტების შესახებ დეტალები უცნობია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Tesla-ს ქარხნებში სამუშაოდ ჰუმანოიდ რობოტს Optimus-ს ქმნიდა. ილონ მასკის თქმით, ასეთი მანქანები შეძლებენ ძალიან რთული ამოცანების შესრულებასაც კი. Optimus-ის რობოტების დახმარებით ტოპ მენეჯერები მუშახელის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას გეგმავენ.