ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის - Ookla-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში 68-ე ადგილზე იმყოფება. Ookla-ს მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 38.43 მეგაბაიტია, რითაც საქართველო გვატემალასა და ირანს შორის მდებარეობს.

Ookla-ს თანახმად, ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, წამში 360 მეგაბაიტის სიჩქარით, მეორე ადგილზეა კატარი წამში 344 მეგაბაიტით, ხოლო მესამეზე ქუვეითი 232 მეგაბაიტის სიჩქარით. აშშ-ში მობილური ინტერნეტის სიჩქარეა 105 მეგაბაიტი წამში, საფრანგეთში 104 მეგაბაიტი წამში, გერმანიაში კი 57 მეგაბაიტი წამში.

ვრცლად bm.ge - ზე