მიმდინარე წელს უცნობი „ინციდენტის“ დროს ინტერნეტში გავრცელდა 500 მილიონი ჩანაწერი რუსეთის მოქალაქეების შესახებ. როგორც „როსკომნადზორი“ იტყობინება, ეს გაჟონვა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ისტორიაში.

„სულ გაიჟონა 510 მილიონი მონაცემი, აქედან 500 მილიონი ერთ ჯერზე. ჩვენ ამას ახლა ვიძიებთ“, - განუცხადა TASS-ს „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილემ მილოშ ვაგნერმა.

მილოშ ვაგნერმა გასულ წლებზეც ისაუბრა, მისი თქმით, თუ 2022-2023 წლების შედარება მოხდება,  გაიზარდა მონაცემების კომპრომეტირების შემთხვევები, ხოლო თავად გაჟონვის მოცულობა შემცირდა.

მთელი 2023 წლის განმავლობაში „როსკომნადზორმა“ დააფიქსირა პერსონალური მონაცემების 168 გაჟონვა, მაშინ როდესაც ქსელში მხოლოდ 300 მილიონი ჩანაწერი გავიდა რუსებზე. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინტერნეტში 140 გაჟონვა მოხდა და ჯამში  გაჟონა 600 მილიონმა ჩანაწერმა.