ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიცავთ ჩვენს ცას რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან. მხოლოდ წუხელ უკრაინას თავს დაესხნენ Shahed-ის 103 დრონით, რომელიც შეიცავდა უცხოური წარმოების 8 755 კომპონენტს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 630-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 740 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 50 რაკეტა - ჯამურად 50 000-ზე მეტი სანქცირებული კომპონენტი, რომლებიც მოპოვებულია მთელი მსოფლიოდან“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია.
„სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია. რუსეთი აგრძელებს მისთვის საჭირო კომპონენტებისა და საწარმოო ინსტრუმენტების შეძენას - თითქმის გლობალურად - და იყენებს მათ იარაღში, რომლითაც უკრაინას ატერორებს. უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაძლიერება ყველა ჩვენს პარტნიორთან სანქციების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ჩვენი მეომრების მხარდაჭერის საკითხებზე. ეს პრიორიტეტები დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი ქალაქები, სოფლები და პოზიციები ფრონტის ხაზზე“, - წერს ზელენსკი.
წყარო: ინტერპრესნიუსი