პლანეტის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს ინვესტორები „ბრწყინვალე შვიდეულის“ სახელით მოიხსენებენ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ამერიკული საფონდო ინდექსების მიერ დაფიქსირებული შედეგის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ 7 კომპანიაზე მოდის, მათ შორისაა: Nvidia, Microsoft, Apple, Google, Amazon, Meta და Tesla.

მიუხედავად ამ კომპანიების მიერ დაფიქსირებული ფენომენალური შედეგებისა, ინვესტორები ფიქრობენ, რომ მომავალში შვიდეული შეიცვლება და ზოგიერთი წევრი ახალი მოთამაშეების მიერ იქნება ჩანაცვლებული.

ყველაზე სწრაფად მზარდ პრეტენდენტებს შორის უმეტესად შემდეგ კომპანიებს მოიაზრებენ: Broadcom, Oracle და Palantir. ყოველი მათგანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან არის დაკავშირებული და სამივეს ბოლო პერიოდში მინიმუმ 70%-იან ზრდა აქვს.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ზემოხსენებული კომპანიები ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ ამჟამად შვიდეულში წარმოდგენილ გიგანტებს, ან მივიღებთ ისეთ რეალობას, სადაც საქმე გვექნება არა შვიდეულთან, არამედ ტოპ ათეულთან, რაც უფრო მოსალოდნელ სცენარად შეიძლება ჩაითვალოს.

bm.ge