პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა, რადოსლავ სიკორსკიმ საჯაროდ დაუსვა კითხვა ილონ მასკს მისი გადაწყვეტილების შესახებ, შეეჩერებინა „სტარლინკის“ სატელიტური დაფარვა 2022 წელს, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო კონტრშეტევის დროს.

„როიტერის“ გამოძიებამ, რომელიც 25 ივლისს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ამ ნაბიჯმა კოსმოსური ინტერნეტ-სერვისის მიმართ კიევის ნდობა შეარყია.

ანგარიშში, რომელიც უკრაინის სამხედრო სარდლობასთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით არის შედგენილი, ნათქვამია, რომ მასკმა „სფეის იქსის“ უფროს ინჟინერს დაავალა, შეეწყვიტა „სტარლინკის“ ფუნქციონირება შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულ რაიონებში, მათ შორის ხერსონში - საკვანძო რეგიონში, რომლის დაბრუნებასაც უკრაინა რუსული ძალებისგან ცდილობდა.

გამოძიების თანახმად, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი სამხედრო ოპერაციის დროს, მასკის ბრძანებამ კონტრშეტევას ხელი შეუშალა და შეასუსტა კიევის ნდობა სატელიტური ინტერნეტ-სისტემის მიმართ, რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა ბრძოლის ველზე კომუნიკაციის საქმეში.

სოციალურ მედია-პლატფორმა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) მასკისადმი უშუალო მიმართვაში, სიკორსკიმ ტექნოლოგიების მაგნატს „დიდი ადამიანი“ უწოდა და გაიხსენა ადრინდელი პოლემიკა, რომლის დროსაც მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „პატარა კაცად“ მოიხსენია.

პოლონეთის მთავრობის მეთაურს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და ელონ მასკს შორის დავას „სტარლინკის“ შესახებ უცხოური მედია გამოეხმაურა. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა უპასუხა მასკის მუქარას „სტარლინკთან“ უკრაინის წვდომასთან დაკავშირებით. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა მასკს უპასუხა: „პოლიტიკა იმაზე რთულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“.

წყარო: 1 არხი