ChatGPT-ის ჩინური ანალოგის პოპულარობის გაზრდამ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციის გაუფასურება გამოიწვია. Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულის ტიტული, მისმა ხელმძღვანელმა კი ქონების 20% დაკარგეს. Oracle-ისა და Dell-ის დამფუძნებლები ზარალდებიან.
მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 108 მილიარდი დოლარით შემცირდა. მიზეზი აქციებზე ფასების დაცემა გახდა, რაც ჩინური კომპანიის DeepSeek-ის უფასო ჩატბოტის DeepSeek-R1-ის წარმატებამ და პოპულარობამ გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი ამერიკული ჩიპების მწარმოებლის Nvidia-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განიცადა. მისი ქონება 20%-ით დაეცა, რაც 20,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა. კომპანიის ფასი $600 მილიარდით დაეცა. მას ახლა უკვე Apple და Microsoft უსწრებენ.
Oracle-ს თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა ქონების 12% დაკარგა, რაც 22,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. Dell-ის დამფუძნებელმა მაიკლ დელმა კი $13 მილიარდი დაკარგა, ხოლო Binance-ის დამფუძნებელმა Changpeng Zhao-მ $12,1 მილიარდი. ჩინური ჩატბოტის გაშვებამ ევროპულ ბირჟებზეც მოახდინა გავლენა. Reuters-ის ინფორმაციით Siemens-ის აქციები 19,9%-ით დაეცა.
გასულ კვირას DeepSeek-მა გამოაქვეყნა განახლებული AI მოდელი. ამბობს, რომ ეს მოდელი კონკურენციას გაუწევს ChatGPT-ს. ამავდროულად, AI მოდელის განვითარების ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე აშშ-დან კონკურენტებმა გაიღეს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ში DeepSeek-R1 App Store-ში ყველაზე პოპულარული უფასო აპლიკაცია გახდა. ძალიან მალევე კომპანიას ვებსაიტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. სტარტაპმა განაცხადა, რომ იგი გახდა დიდი კიბერშეტევის მსხვერპლი, რის გამოც იძულებული გახდნენ მომხმარებლებისთვის რეგისტრაციაზე დროებითი შეზღუდვები დაეწესებინათ.