Meta Connect 2025-ზე ახალი Oakley Meta Vanguard-ის ჭკვიანი სათვალე წარადგინეს — მორბენლებისთვის, ველოსიპედისტებისა და სხვა სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი. ფასი 499 დოლარია და გაყიდვაში 21 ოქტომბრიდან ჩაეშვება. თუმცა რატომ უნდა იყიდოთ?
ჩარჩოს ზედა კუთხეებში განთავსებული ორი კამერის ნახვლად, ერთიანი ლინზითაა წარმოდგენილი. ყველა ღილაკი ქვემიოთ აქვს განთავსებული, რათა სპორტსმენებმა ჩაფხუტი კომფორტულად გამოიყენონ. ვიდეოს 3K გარჩევადობით გადაღება შეუძლია და 12-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს 122 გრადუსიანი ფართოკუთხოვანი ლინზით. Oakley Meta Vanguard-ს პროგრამირებადი ღილაკი აქვს, რომელსაც შეუძლია AI მოთხოვნა გააქტიუროს — ამის დაყენებას კი თავის მხრივ Meta AI-ის აპლიკაციის გამოყენებით შეძლებთ.
მეტას ახალი ჭკვიანი სათვალის ბატარეა 9 საათი ძლებს, ხოლო 6 საათი მუსიკის უწყვეტად მოსმენად გთავაზობთ. დასამუხტი ქეისიც აქვს დამატებითი 36 საათისთვის. თანაც, გევუბნებიან, რომ სათვალის 50%-მდე დატენვა 20 წუთში შეუძლია.
Oakley Meta HSTN-ზე ექვსი დეციბელით უფრო ხმამაღალია, რითაც ყველაზე მძლავრი ყურსასმენი ხდება მათ შორის, რომელიც სათვალეებში ოდესმე არსებულა. ხუთი მიკროფონი აქვს და ქარის ხმაურსაც ამცირებს ზარების, შეტყობინებების ან Meta AI-ის გამოყენების დროს.
IP67 მტვრისა და წყლისგან დაცვის რეიტინგით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ვარჯიშის დროს. როგორც ამბობენ, Oakley PRIZMTM ლინზების ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რომელიც მზეს, ქარსა და მტვერს ბლოკავს.
სათვალის ინტეგრირება შესაძლებელია Garmin-ის ჭკვიან საათებთან — მომხმარებლებს შეუძლიათ ჭკვიან სათვალეს ისეთი მონაცემები სთხოვონ, როგორებიცაა გულისცემა ან ტემპი სირბილის, ველოსიპედით გადაადგილების ან სხვა აქტივობების დროს. Strava-სთანაც ინტეგრირდება: მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი მაჩვენებლები Oakley Meta Vanguard-ით გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე დაამატონ და პირდაპირ გაუზიარონ Strava-ს საზოგადოებას.
მეტას ახალი სათვალეები 4 ვერსიით გამოვა: Oakley Meta Vanguard Black PRIZMTM 24K, Oakley Meta Vanguard White PRIZMTM Black, Oakley Meta Vanguard Black PRIZMTM Road და Oakley Meta Vanguard White PRIZMTM Sapphire.
წყარო: marketer.ge