კრიპტობირჟა OPNX-მა საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა.

მომხმარებლებს აქტივების გასატანად  და  ანგარიშების დასახურად ერთკვირიანი პერიოდი მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას FINANCE MAGNATES ავრცელებს.

ბირჟამ თავის მომხმარებლებს აღნიშნული ინფორმაცია ელფოსტით მიაწოდა.

ცნობისთვის, OPNX-ის მიღმა Three Arrows Capital-ის დამფუძნებლები დგანან, რომლებმაც ეს კრიპტობირჟა 2021 წელს დააფუძნეს.