ლასტმასის ყურსასმენებით სავსე სამყაროში UC Berkeley Development Engineering-ის კურსდამთავრებულ სუდეშნა ნაიკს ალტერნატივა მოაფიქრდა — ეკომეგობრული, უკაბელო და ნამდვილი ხისგან შექმნილი PIN-ის ყურსასმენი შემოგვთავაზა, რომელიც ამ ყველაფრის ხარჯზე არც ფუნქციონალს თმობს და AI-ით არის გაჯერებული.

ბერკლიში მწარე სიმართლე გავიგე, თუ რატომ ხდება წარუმატებელი მდგრადი პროდუქტების უმრავლესობა და აქედან გაკვეთილი მივიღე: თუ ადამიანებს ფუნქციონალობის დათმობა უწევთ, ისინი ეკომეგობრულობას არ ანიჭებენ უპირატესობას. PIN-იც ამის შესაცვლელად შევქმენი.

შედეგად, თითოეული ყურსასმენი ეკომეგობრული გზით მოპოვებული კაკლის, ალუბლისა და ბამბუკისგან არის დამზადებული, ასევე სხვა გადამუშავებული კომპონენტებისგან. აქ ვერც ორ იდენტურ წყვილს იპოვით, რადგან ნამდვილი ხისგან კეთდება. მიუხედავად ამისა, წყალგაუმტარი საფარი აქვს, რათა მისი გამოყენება ნებისმიერ ამინდში შეძლოთ.

ხოლო, როცა უფასო აპლიკაციას დაუკავშირებთ, ყურსასმენები მრავალ ფუნქციაზე მოგცემთ წვდომას — პერსონალიზებული EQ პროფილები, ხმოვანი აქტივაციის AI ასისტენტი, ლოკაციის თვალყურის დევნება და რეალურ დროში თარგმნა 150 ენაზე! ტექსტების თარგმნის ფუნქციით აპლიკაცია მოგზაურობასაც ამარტივებს, ამისთვის უბრალოდ თქვენი კამერა 20 ენაზე არსებულ ნიშნისა ან მენიუსკენ უნდა მიმართოთ და PIN თარგმანს ხმამაღლა წაგიკითხავთ.

AAC კოდეკის მხარდაჭერით ხარისხიან ხმას გთავაზობთ, ხოლო Dual-ENC-ით ნებისმიერ გარემოში უზრუნველყოფს ამას. ჭკვიანი შეხების სენსორიც აქვს, რომლითაც მუსიკის, ზარების და თარგმნის რეჟიმის გააქტიურებას შეუფერხებლად შეძლებთ. ერთი დამუხტვით 8 საათი ძლებს, რასაც ქეისით 32 საათი ემატება — მხოლოდ 15 წუთი სჭირდება იმისათვის, რომ 3 საათი კიდევ იმუშაოს. 

ფასი 139 დოლარია — თანაც, PIN-ის ავტორები გვპირდებიან, რომ ყოველ გაყიდულ 10 ერთეულზე ერთ ხეს დარგავენ…

marketer.ge